საატესტატო გამოცდებზე 11 000 მოსწავლის ჩაჭრას სოციალურ ქსელში ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე:
“ცემა გმართებს გამზრდელისა, რა ყრმა ნახო ცუდად ზრდილი” …..
“შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ, სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ”….
თუ დაგვავიწყდა ყველაფერი, მაშინ მოდით და გავიხსენოთ, რომ ისტორიულად სწორედ ასეთი რეაქცია გვქონდა და უნდა გვქონდეს იმ დამთრგუუნველ და საგანგაშო ამბავზე, როცა “უეცრად” აღმოჩნდა, რომ საქართველოში 11 ათასი “ჩაჭრილი” და სათანადოდ გაუნათლებელი ბავშვი გვყოლია.
სირცხვილი ყველა იმ სკოლას, სადაც, თუნდაც, ერთი ასეთი ფაქტი გამოვლინდა….” _ წერს კვაჭანტირაძე