სკოლაში სროლის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ფლორიდაში, პარკლენდის სკოლაში ცეცხლი 19 წლის შეიარაღებულმა პირმა გახსნა, რომელიც სკოლის ყოფილი მოსწავლეა.
როგორც ცნობილია, ის ადრე სკოლიდან გააძევეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, 2013 წლის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სკოლებში სროლის 291 შემთხვევაა დაფიქსირებული.