სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა დღეს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარინა ჩილოიანი დააკავა.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის განცხადებით, ის დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული დანაშაულით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.
მარიანა ჩოლოიანი იმ საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც „მწანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, 10 დეკემბერს “112“-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში, “მწვანე სკოლის” შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.