სომხეთის პატრიარქი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სომხეთის პატრიარქმა, ასევე პარლამენტს მოუწოდა საზოგადოების მოთხოვნები გაითვალისწინონ და ახალი პრემიერი აირჩიონ.
,,საზოგადოებაში მზარდი დაძაბულობის, შიდა და გარე გამოწვევებისა და პრემიერ-მინისტრისადმი დაბალი საზოგადოებრივი ნდობის გათვალისწინებით, პრემიერს შეხვედრაზე გადადგომისკენ მოვუწოდეთ, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო შეტაკებები და მოვლენების ტრაგიკული განვითარება.
მოვუწოდებ პარლამენტს, საზოგადოების მოთხოვნები გაითვალისწინონ, ახალი პრემიერი აირჩიონ და ეროვნული თანხმობის მთავრობა ჩამოაყალიბონ,“ – განაცხადა სრულიად სომხეთის კათალიკოსმა გარეგინ მეორემ.
ცნობისთვის, 10 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. როგორც ფაშინიანმა განაცხადა, მან შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა.