სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი ქმედებები გრძელდება.
სომხეთის რადიოს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საბრძოლო ხაზის გასწვრივ ბრძოლა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.
არცახის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 27 სექტემბერს მოწინააღმდეგესთან ბრძოლების დროს 15-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
აზერბაიჯანის თავდაცვიდ სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები აგდერის და მუროვდაგის მიმართულებით განადგურდა და სტრატეგიულ სიმაღლეებზე გადაიყვანეს კონტროლის ქვეშ.
კონფლიქტი სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანას შორის 1988 წელს დაიწყო, როდესაც სომხეთმა პრეტენზია გამოთქვა აზერბაიჯანის წინააღმდეგ. ომის შედეგად, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიპყრეს აზერბაიჯანის 20 პროცენტი, მთიანი ყარაბაღის რეგიონი და შვიდი მიმდებარე რაიონი.
1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოჰყვა სამშვიდობო მოლაპარაკებები. სომხეთს ჯერ არ მიუღია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ოთხი რეზოლუცია მთიანი ყარაბაღიდან და მიმდებარე რაიონებიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ.