სოფელ ჩაქვისთავში ჩაქვისწყლის ხეობის სახალხო ზეიმი „ჩაქვისთაობა“ გაიმართა, რომელიც დაბა ჩაქვის, ხალას, საჩინოსა და ჩაისუბნის ტერიტორიულ ორგანოებს მოიცავს. დღესასწაულს აჭარის მთვარობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სახალხო ზეიმი ტრადიციულია და გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ყოველწლიურად აღინიშნება.
სახალხო ზეიმის ფარგლებში კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა. ხალას კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა, ასევე ნარდსა და მკლავჭიდში სპორტული შეჯიბრებები მოეწყო.
ღონისძიების ბოლოს საპატიო ჩაქვისთაველები და სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ, რომლებსაც სიგელები და მედლები გადაეცათ საჩუქრად.
ღონისძიება ქობულეთის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. (R)