შემოქმედელმა მიტოპოლიტრმა, მეუფე იოსებმა საკვირაო ქადაგების დროს მრევლს ამცნო, რომ შემოქედის ეპარქიას კიდევ ერთი სასულიერო პირი დაემატა.
“მამა იოანე (პეპინაშვილი) ჩვენ გვერდით არის და ის სოფელ ჭანიეთში მშენებარე ეკლესიის წინამძღვარი იქნება. ეკლესიის მშენებლობა წლებია დაწყებულია და იმედია, მალე დასრულდება მისი მშენებლობა.
ასევე, სოფელ ჭანიეთში გვაქვს მეურნეობა _ რამდენიმე ჰექტარზე გაშენებულია ვაზის ჯიშები.
ვულოცავ მრევლს და მამა იოანეს ჩვენთან საქმიანობას“, _ თქვა მეუფე იოსებმა.