სოფელ ლეღვაში რომანაძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. დაზარალებულები ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ მოინახულა. „ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი თითქმის დაიწვა. მერია დაზარალებულებს დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფს, ასევე ვცდილობთ დროულად მოხდეს ოჯახის მდგომარეობის შესწავლა და შემჭიდროვებულ ვადებში გაეწიოთ შესაბამისი დახმარება“ – განაცხადა ქობულეთის მერმა.
ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურმა დროულად მოახდინა ხანძრის ლოკალიზება. დაიწვა საცხოვრებელი სახლის მეორე სართული და განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები.
მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები. მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ოჯახის მდგომარეობას სტიქიის შერეული სამთავრობო კომისია შეისწავლის. (R)