სოფელ ვაკიჯვარში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია „გურია ნიუსს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, სოფელ ვაკიჯვარში, გიორგი მდინარაძემ დაუდასტურა.
„ხანძარი ლიკვიდერებულია. ამ დროისთვის შტაბი ისევ რჩება ვაკიჯვარში. მოგეხსენებათ, რომ სოფელ გომში უკვე მესამე დღეა ხანძარია,“ – გვითხრა გიორგი მდინარაძემ.
გურიის სატყეო სამსახურის უფროსის, კახა ღლონტის თქმით, ამ დროისთვის არ არის ცნობილი ზუსტად რამდენი ჰექტარი ტყე არის დამწვარი და განადგურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.