ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ზოტი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. სოფლის ცენტრალურ გზაზე მეწყერი გუშინ ჩამოწვა და გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, წუხანდელმა ძლიერმა წვიმამ მეწყერული პროცესები გააძლიერა და გზის სხვა ნაწილიც დააზიანა.
სტიქიამ დღეს სოფელში ასასვლელი შემოვლითი გზაც წაიღო.
ამ წუთებში სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგიაც _ ელექტროგადამცემი ბოძები სტიქიამ თითქმის სრულად გაანადგურა.