გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური ბიულეტენის მიხედვით, გურიაში სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების პროგნოზი 2024 წლისთვის ასეთია:
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტში- გეოლოგიური პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია შემდეგ სოფლებში: შრომა, ნატანები, ძიმითი, გურიანთა, მერია, მთისპირი, კონჭკათი, თხინვალი, ჯუმათი, სილაური, მაკვანეთი და სხვა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში – გეოლოგიური პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია შემდეგ სოფლებში: მამათი, აცანა, აკეთი, ჩოჩხათი, ლესა, ნინოშვილი, შუხუთი, წყალწმინდა, ომფარეთი, კოკათი, გულიანი, ხორეთი, ჯიხანჯირი, ტელმანი, ჩიბათი, არჩეული, მოედანი, ორმეთი და სხვა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში- გეოლოგიური პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია შემდეგ სოფლებში: ხიდისთავი, ბუკისციხე, დიდი ვანი, კოხნარი, საჭამიასერი, ნაბეღლავი, ამაღლება, გოგოლესუბანი, ზომლეთი, ქვენობანი, ფარცხმა, ჯვარცხმა, ერკეთი და სხვა.
სტიქიური პროცესების გააქტიურებაში ძირითადი მაპროვიცირებელი ფაქტორებია: გეოლოგიური, ტექტონიკური, მორფოლოგიური, კლიმატური და ანთროპოგენური ფაქტორები. ზემოთ აღნიშნულ დასახლებებში მოსალოდნელია სხვადასხვა საშიში გეოლოგიური პროცესების გააქტიურება.
სტიქიური გეოლოგიური მოვლენების და პროცესების ზემოქმედების შემცირების მიზნით, პირველ რიგში უნდა ჩატარდეს მართვითი ღონისძიებები, როგორიცაა ფერდობსამაგრი კედლის მშენებლობა, შესაბამისი პროექტის საფუძველზე, ზედაპირული ჩამონადენის რეგულირება და ერთ სისტემაში მოყვანა, სადრენაჟო ღონისძიებების გატარება, მდინარეების კალაპოტის გაწმენდა და დაპირდამცავი ღონისძიებების გახორციელება, საშიშროების ზონაში მცხოვრები მოსახლეთა ოჯახების უსაფრთხო მდგრად ადგილზე გადაყვანა და სხვა. ჩამოთვლილი ღონისძიებების უმეტესობა დროებითია და პრევენციულ ხასიათს ატარებს, ამიტომ ზიანის თავიდან აცილების მიზნით, აქტიურ უბნებზე აუცილებელია პროცესების მონიტორინგი, დაძაბულ უბნებზე კი დეტალური კვლევების ჩატარება. მონიტორინგული და დეტალური კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელი იქნება დაზუსტებული და მაღალი ალბათობის პროგნოზების შემუშავება”,_ ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიურ ბიულეტენში.