https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის უზენაესმა ლიდერმა აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა- ვის ადანაშაულებს ხამენეი

    ზვავს ხუთი მოთხილამურე ემსხვერპლა (უცხოეთი)

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა

12:01; 29.01.2019
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

მთავრობის გადაწყვეტილებით, ორწლიანი პაუზის შემდეგ, გაურკვეველი მიზეზების გამო გაუქმებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა.  პროექტების შერჩევის კრიტერიუმებსა და სხვა პროცედურებზე  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონებში მუშაობა უკვე დაასრულა.

როგორც გაირკვა, პროგრამის ფარგლებში 20 მილიონი ლარის გახარჯვაა გათვალისწინებული, არადა, მის გაუქმებამდე, წლების განმავლობაში პროგრამის ბიუჯეტი მუდმივად 50 მილიონი ლარი იყო. ინფრასტრუქტურის სამინისტროს განმარტებით, თუ პროგრამა კარგად წარიმართება, გაისად შესაძლებელია, ბიუჯეტიც გაზარდონ.

ირკვევა, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, 2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან თანხებს ცენტრალური მთავრობისგან აჭარის სოფლები ვერ მიიღებენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამგვარი პროგრამა აჭარის მთავრობამ დამოუკიდებლად უნდა შეიმუშავოს და თავად დააფინანსოს 322 სოფლის საჭიროებები. ჯერჯერობით, უცნობია, რა თანხებით გახორციელდება პროექტი, ან გახორციელდება თუ არა ის წელს საერთოდ. დღევანდელი მოცემულობით, ფაქტია, რომ აჭარის 322 სოფელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან გათიშულია. 

პროგრამა, ასევე, არ გახორციელდება მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებსა და თვითმმართველ ქალაქებში, ვინაიდან ისინი საქალაქო ტიპის დასახლებებია. ცხადია, პროგრამა ვერ ხორციელდება ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ასევე ,დაფინანსების გარეშე რჩება დაცლილი სოფლებიც. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით  საქართველოს 223 სოფელში არც ერთი მცხოვრები არაა რეგისტრირებული. თუმცა, ზაფხულობით ამ სოფლების უმეტესობაში მოსახლეობა საგრძნობლად მატულობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები გზას, გარე განათებას, წყალს  თუ სხვა მუნიციპალურ სერვისებს ისევე საჭიროებენ, როგორც სოფელში მუდმივად მცხოვრებლები.

სამინისტროს განმარტებით, ვინაიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მთავარი კომპონენტი მოსახლეობის ჩართულობაა, ხოლო დაცლილ სოფლებში მუდმივად მცხოვრები ადამიანები, ანუ გადაწყვეტილების მიმღები პირები, არ არიან, ეს სოფლები პროგრამიდან ამოიღეს. თუმცა, უწყებაში იმასაც ამბობენ, რომ, შესაძლოა, ეს მართლაც იყოს პროგრამის ხარვეზი და მომდევნო წლებში ამ მიმართულებით გარკვეულ ცვლილებებსაც არ გამორიცხავენ.

მთავრობა პროგრამის გახორციელებისას 2014 წლის აღწერის მონაცემებს დაეყრდნო, თუმცა, მას შემდეგ სოფლებში ვითარება შეიცვალა. მაგალითად, მთის კანონის ამოქმედების შემდეგ სოფლები გაიყო, მაგრამ რადგან გაყოფილი სოფლები 2014 წელს არ არსებობდა, აქ პროგრამის გახორციელებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.   

 სამინისტროში ამბობენ, რომ ასეთი შემთხვევების შესახებ იციან და მუნიციპალიტეტებს რეკომენდაციაც მისცეს, რომ მათთვის განკუთვნილი თანხები ასეთ პრობლემურ სოფლებზეც გადაანაწილონ.

რაც შეეხება დანარჩენ სოფლებს, სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის  პროგრამიდან 5-დან 10 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება, თუმცა, თანხა სოფლებზე პროპორციულად არ განაწილდება. მთავარი განმსაზღვრელი, ამ შემთხვევაში, დასახლების ზომა იქნება. კერძოდ, დასახლებას, რომელშიც მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს არა უმეტეს 200 მცხოვრებს, გამოეყოფა 5 000 ლარი; 6 000 ლარი გამოეყოფა დასახლებას, რომელშიც მცხოვრებთა რაოდენობა 201-დან 400 მცხოვრებს შეადგენს. დასახლებას, რომელშიც 401-დან 1 000 მცხოვრებამდეა, 8 000 ლარი გამოეყოფა; 1 000 მცხოვრებზე მეტი რაოდენობის დასახლებას კი 10 000 ლარი გამოეყოფა. 

გარდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსაზღვრული თანხისა, მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა ეძლევა, ამა თუ იმ პროექტის თანხის ოდენობა თანადაფინანსებით გაზარდოს, რომლისთვისაც შეუძლია, თანხა მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოყოს, ან დონორი ორგანიზაციებიდან მოიზიდოს, თუმცა, ეს თანხა პროექტის ღირებულების 100%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

 რაც შეეხება  დასაფინანსებელი პროექტების ჩამონათვალს, იგი მკაფიოდაა განსაზღვრული. დაფინანსდება: სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები  და ა. შ. მათი გაწმენდა); წყაროების მოპირკეთება; სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზების, ხიდების, ცხაურების, ხიდბოგირების, გადასასვლელების მოწყობა; გარე განათების დამონტაჟება; სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა; სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარით მოწყობა; ამბულატორიის შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია; კულტურის ობიექტების მოწესრიგება; სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, მოედნები და მოედნების ინვენტარის შეძენა; სკვერებისა და სველი წერტილების მოწყობა შესაბამისი ინვენტარით; წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა; სასაფლაოს შემოღობვა; თავშეყრის ადგილებისა და მოსაცდელების მოწყობა; მინიჰესების მოწყობა და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.

 გარდა იმისა, რომ ადგილებზე მცირე ინფრასტრუქტურა მოგვარდება, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა  იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ გადაწყვეტილების მიღებაში უშუალოდ მოქალაქე იყო ჩართული _ ის, თუ რა უნდა გაკეთებულიყო სოფელში, საერთო კრებაზე სწორედ მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა, ადგილობრივ ხელისუფლება კი საკუთარი მოსახლეობის მიერ შერჩეულ პროექტს ახორციელებდა.

მოქალაქეთა მონაწილეობა ახლაც პროგრამის უმთავრესი კომპონენტია. თუმცა, მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე, სოფლების ნაწილში კონსულტაციები, ნაწილში კი დასახლების საერთო კრებები ჩატარდება.

დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა შეადგენს არა უმეტეს 500 ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა დასახლების საერთო კრებაზე, ხოლო დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა შეადგენს 501-დან 1000 ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა ამომრჩევლებთან კონსულტაციების გზით, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს არანაკლებ 100-მა ამომრჩეველმა;

 დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა აღემატება 1 000 ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა ამომრჩევლებთან კონსულტაციების გზით, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს არანაკლებ 200-მა ამომრჩეველმა. ამომრჩევლებთან კონსულტაციების ორგანიზებას კი მერი ან მისი უფლებამოსილი პირი განახორციელებენ.

არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც. მაგალითად, თუ დასახლების საერთო კრების, ან ამომრჩევლებთან გამართული კონსულტაციების შედეგად, ორმა ან მეტმა საპროექტო წინადადებამ სხვებზე მეტი და თანაბარი რაოდენობის ხმა მიიღო, საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ რომელი პროექტი გახორციელდეს, მუნიციპალიტეტის მერი მიიღებს.

წინა წლებისგან განსხვავებით, სოფლებს აღარ ეძლევათ შესაძლებლობა, ერთობლივად მოაგვარონ ის პრობლემები, რომელიც, შესაძლოა, ორ ან რამდენიმე სოფელს ერთობლივად აწუხებდეს. მაგალითად, სასმელი ან სარწყავი წყლის იმ სისტემების რეაბილიტაცია, რომელიც ორ ან რამდენიმე სოფელს ამარაგებს. ასევე, აიკრძალა ერთი სოფლისთვის გამოყოფილი თანხით სხვა სოფლის საჭიროებების დაფინანსება.

გარდა ამისა, თუ წინა წლებში ვალდებულება იყო, რომ სამუშაოთა შესასრულებლად მაქსიმალურად უნდა დასაქმებულიყო შესაბამისი დასახლების მოსახლეობა, 2019 წლის დადგენილებაში ეს მოთხოვნა აღარ დევს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს განმარტებით, ეს ცვლილება კანონმდებლობის შეცვლამ გამოიწვია.

პოზიტიური სიახლეა ის, რომ გადაწყვეტილებას პროექტების დაფინანსების შესახებ მუნიციპალიტეტების საკრებულოები მიიღებენ, თუმცა, პროექტების ჩამონათვალსა და ხარჯთაღრიცხვას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაინც გაუგზავნიან. განკარგულება მუნიციპალიტეტებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ კი საქართველოს მთავრობამ უნდა გამოსცეს, იმიტომ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა და არა – მუნიციპალური ბიუჯეტებიდან.

თუმცა, საკრებულოებმა მათთვის განკუთვნილი თანხების განაწილება 1 აპრილამდე უნდა მოასწრონ. თუ ამ დრომდე ისინი თანხებს სრულად ვერ გაანაწილებენ, დარჩენილი თანხა ცენტრალურ ბიუჯეტში დაბრუნდება და მას რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდს მოახმარენ.

რაც შეეხება უშუალოდ ლანჩხუთს, აქ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლებებში პროექტების შერჩევის პროცედურების გახორციელების მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც მერის პირველი მოადგილე გოგი ფაცურია ხელმძღვანელობს. პირველი საერთო კრება 21 იანვარს ქვემო შუხუთში გაიმართება, ხოლო მთლიანად ეს პროცესი 28 იანვარს დასრულდება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“მოსახლეობას მოვუწოდებთ”- თბილისის მერია თოვლიან ამინდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

09:56; 18 იანვარი, 2026
საზოგადოება

„საკრებულოს თითოეული წევრი, გაცილებით მეტს აკეთებთ და მნიშვნელოვანია ამ ხარჯების შესაბამისი ანაზღაურება“

16:14; 17 იანვარი, 2026
საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

15:28; 17 იანვარი, 2026
საზოგადოება

„სახალხო მოამბე“ ამჯერად ოზურგეთს სტუმრობს

14:51; 17 იანვარი, 2026
საზოგადოება

მამაკაცი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი ნახეს

12:32; 17 იანვარი, 2026

ანდერს სამუელსენი : „ევროკავშირმა რეაგირება უნდა მოახდინოს“

"არა ძალადობას"

ყველა სიახლე

სამართალი

საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს

11:31; 18.01.2026
სამართალი

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავა

11:25; 18.01.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

11:18; 18.01.2026
სამართალი

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

11:09; 18.01.2026
სამართალი

დაჭრის ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა

11:06; 18.01.2026
მსოფლიო

ირანის უზენაესმა ლიდერმა აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა- ვის ადანაშაულებს ხამენეი

10:20; 18.01.2026
მსოფლიო

ზვავს ხუთი მოთხილამურე ემსხვერპლა (უცხოეთი)

10:11; 18.01.2026
საზოგადოება

“მოსახლეობას მოვუწოდებთ”- თბილისის მერია თოვლიან ამინდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

9:56; 18.01.2026
ზაფრანი

„ეჰ, ის სხვა საქართველო იყო, სულ სხვა…“

9:41; 18.01.2026
ზაფრანი

განსაკუთრებული „ამბავი“

9:36; 18.01.2026
ზაფრანი

„შემთხვევა“ თბილისში

9:27; 18.01.2026
სამართალი

ტრაგედია ჩოხატაურში _ “შვილის გარდაცვალების ამბავი რომ გაიგო, მამას გულმა დაარტყა”

20:50; 17.01.2026
პოლიტიკა

„მსოფლიოს მართავს არა საერთაშორისო სამართალი, არამედ რეალპოლიტიკა“

17:26; 17.01.2026
საზოგადოება

„საკრებულოს თითოეული წევრი, გაცილებით მეტს აკეთებთ და მნიშვნელოვანია ამ ხარჯების შესაბამისი ანაზღაურება“

16:14; 17.01.2026
საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

15:28; 17.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო