მოწოდებას _ „სიკეთე გადამდებია“ ლანჩხუთიც შეუერთდა და მიუსაფარ ადამიანთა დასახმარებლად სოციალური კარადა თავისუფლების ქუჩაზე, უპოვართა სასადილოსთან დაიდგა წარწერით _ „გაქვს გაიღე, არ გაქვს აიღე“.
ლანჩხუთში ამ ინიციატივის გახორციელებას მაჩხვარეთის საბავშვო ბაღის დირექტორი თამუნა კერესელიძე, მერიის თანამშრომელი იამზე ჩხაიზე და პედაგოგი ნათია დობორჯგინიძე ჩაუდგნენ სათავეში, რომლებიც სხვებსაც მოუწოდებენ, ბავშვების, ხანდაზმულების დასახმარებლად გაიღონ ის სამოსი, რისი გაღებაც შეუძლიათ.