https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი: სამართალდამცავი უწყებები საქმის გამოუძიებლობით ხელს აფარებენ მელიქიშვილის გამზირზე თავდასხმაში მონაწილეებს

13:32; 5.11.2025
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, მელიქიშვილის გამზირზე შეკრების მონაწილეებზე თავდასხმიდან თითქმის ორი თვის შემდეგ, გამოკითხული არ არის დაზარალებულების ნაწილი, დაშავებულებს არ აქვთ დაზარალებულის სტატუსი და პასუხისგებაში არ არის მიცემული არც ერთი პირი, მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელების დიდი ნაწილი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს. გამოძიების ფუნდამენტური ჩავარდნების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სამართალდამცავი უწყებები საქმეს განზრახ არ იძიებენ და, შესაბამისად, ხელს აფარებენ ორგანიზებულ თავდასხმაში მონაწილეებს.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ე.წ „ტიტუშკების“ ძალადობრივი ჯგუფი თავს დაესხა მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებს, რის შედეგადაც აქციის რამდენიმე მონაწილე და მედიის წარმომადგენელი დაშავდა. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს სამართალდამცავების სავარაუდო დაზიანების ფაქტებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილით (ჯგუფურად ჩადენილ ძალადობა) და 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) დაიწყო. გარდა ამისა, “ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე, გამოძიება დამატებით, კიდევ ერთი მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას (სსკ-ს 1621-ე მუხლი) გულისხმობს.

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, ორი პირი დააკავა, თუმცა ორივე მათგანი ბრალის წარდგენის გარეშე, მალევე გაათავისუფლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, “დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა”. უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებით წინა თვეებში „ტიტუშკების“ მხრიდან განხორციელებული ძალადობის ზოგიერთი შემთხვევისა, 2025 წლის 8 სექტემბერს, აქციის მონაწილეებს თავს შეუნიღბავი პირები დაესხნენ.

ძალადობის ამსახველი კადრების მეშვეობით მედიებმა, მალევე, არაერთი სავარაუდო მოძალადის იდენტიფიცირება მოახდინეს. მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებზე თავდამსხმელებს შორის იყვნენ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით სავარაუდოდ ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი (აწ უკვე დეპუტატი) ალექსანდრე მუკათარიძე, ძალადობს ერთ-ერთ დაზარალებულზე, რომელიც ამ დრომდე არ გამოუკითხავს შსს-ს. ამავე პირზე სავარაუდო მოძალადეთა შორის ასევე ჩანს, ზაზა მამალაძეც, რომელიც “ტვ პირველის” ცნობით, პარლამენტარ ნოდარ ტურძელაძის მძღოლია. ზაზა მამალაძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ამავე საქმეზე დააკავა, თუმცა მალევე ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლა.

შსს-მ ასევე გამოკითხა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც სავარაუდოდ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მხარდამჭერი ირაკლი ბუაჩიძე რკინის ჯოხს ურტყამს. სხვა კადრებში ირაკლი ბუაჩიძეს პოლიციელი ეუბნება, რომ ამ ჯოხით ქუჩაში სიარული არ შეიძლება, რაზეც იგი პასუხობს, რომ ისიც “მათიანია” და ცდილობს ჯოხი არ მისცეს, თუმცა საბოლოდ აძლევს. ირაკლი ბუაჩიძე ერთ-ერთია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე საათით დააკავა, თუმცა ბრალის წარდგენის გარეშე მალევე გაათავისუფლა. იმ დროს, როდესაც ირაკლი ბუაჩიძე გათავისუფლდა, დაზარალებული გამოკითხული არ იყო, გამოკითხვის შემდგომ კი პროკურატურას სავარაუდო დამნაშავის მიმართ სათანადო ღონისძიებები არ განუხორციელებია.

შსს-ს ამ დრომდე არ ჩაუტარებია მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები და პასუხისგებაში არ მიუცია ძალადობრივი თავდასხმის არც ერთი მონაწილე. საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, მათ შორის, პრობლემურია შემდეგი გარემოებები:

შსს-ს არ გამოუკითხავს დაზარალებულები, რომელთან დაკავშირებითაც უწყებას სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მიმართა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს შეკრების რამდენიმე მონაწილის ინტერესებს. მიუხედავად ჩვენი არაერთი მიმართვისა, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს ამ დრომდე არ გამოუკითხავს ორი დაზარალებული, რომლებზეც კალაძის საარჩევნო შტაბთან ჯგუფურად იძალადეს. ნიშანდობლივია, რომ შსს დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის დამაბრკოლებელ გარემოებად დაზარალებულების გამოძიებასთან ართანამშრომლობას ასახელებს, თუმცა სინამდვილეში, უკვე თვეზე მეტია, უარს აცხადებს გამოკითხოს დაზარალებულები, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ არაერთხელ მივმართეთ.

შსს-ს ამ დრომდე არ გამოუკითხავს “პუბლიკის” ჟურნალისტზე, ქეთო მიქაძეზე თავდამსხმელი და ძალადობის სხვა მონაწილეები

საქართველოს პროკურატურამ გამოძიება ასევე დაიწყო ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზეც. გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა პუბლიკის ჟურნალისტი ქეთო მიქაძე, რომლის ინტერესებსაც სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს. ჟურნალისტს ფიზიკური ძალის გამოყენებით ტელეფონი წაართვეს და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტზე თავდამსხმელი, სავარაუდოდ, “ქართული ოცნების“ პარტაქტივის წევრი, ლევან ზარდიაშვილია, რომელიც მედიაში გავრცელებულ კადრებშიც არ უარყოფს მომხდარ ფაქტს. პროკურატურას ლევან ზარდიაშვილი გამოკითხვაზე ამ დრომდე არ დაუბარებია.

საქმეს იძიებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი, რომლის დირექტორის მოადგილე ინციდენტის ერთ-ერთ ეპიზოდში თავად მონაწილეობდა

როგორც მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, ინციდენტში მონაწილეობდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის მოადგილე ხუტა პაჭკორია. ის ხელს უშლიდა ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს მუშაობაში – შემთხვევის ადგილას გადაღებულ კადრებში ისმის პაჭკორიას მხრიდან ჟურნალისტის მიმართ გინებაც, რომელიც რამდენჯერმე მეორდება. სწორედ თბილისის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს აქტივისტების მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტს, რაც, აშკარა ინტერესთა კონფლიქტია და, რა თქმა უნდა, იმთავითვე ქმნიდა ვარაუდის საფუძველს, რომ გამოძიება მიუკერძოებლად ვერ წარიმართებოდა.

გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, რაც ქმედების ორგანიზებულ ხასიათს არ ასახავს

როგორც აღინიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126 მუხლის 11-ელი ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და არა – სსკ-ის 225-ე მუხლით, რომლითაც, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან/და მასში მონაწილეობა ისჯება და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს.

აქტივისტებზე ძალადობას ორგანიზებულ ბუნებაზე მიუთითებს არა ერთი გარემოება და თავდასხმის აშკარად წინასწარ დაგეგმილი ხასიათი. შსს-ში გამოკითხული დაზარალებულები აღნიშნავდნენ, რომ ხალხში რამდენიმე მანქანა შევარდა და იქიდან გადმოსულმა პირებმა უეცრად დაიწყეს აქციის მონაწილეებზე ფიზიკური ძალადობა, მალევე მათ შეუერთდნენ “ქართული ოცნების” შტაბიდან გამოსული პარტაქტივის წევრები. ამ დროს ოცნების შტაბთან პოლიცია მობილიზებული არ ყოფილა. ეს მაშინ, როდესაც მარშები და შეკრება, როგორც წესი, სამართალდამცავების გაძლიერებული მობილიზების ფონზე მიმდინარეობს ხოლმე.

ძალადობის ორგანიზებულ ხასიათზე და “ქართული ოცნების” მხრიდან მის წახალისებაზე მეტყველებს, მათ შორის, “ქართული ოცნების” თანამდებობის პირების განცხადებებიც, რომლებმაც ძალადობის დაგმობის ნაცვლად, ძალადობის გამართლება შეკრების მონაწილეების დამცირებით და დეჰუმანიზებით სცადეს.

ქმედების აშკარად ორგანიზებული ხასიათის მიუხედავად, შსს-ს ამ დრომდე არ გადაუკვალიფიცირებია გამოძიება შესაბამის 225-ე მუხლზე, რომელსაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში აქტიურად იყენებს.

გამოძიების მიმდინარეობაც კიდევ ერთი დასტურია, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება და სამართალდამცავი უწყებები, რომლებიც სრულ პარტიულ კონტროლს ექვემდებარებიან, ხელს აფარებენ ხელისუფლების მიერ სანქცირებულ ძალადობაში მონაწილეებს; გამოძიების მიმდინარეობა არ ტოვებს ეჭვს, რომ შსს და პროკურატურა დანაშაულს განზრახ არ იძიებენ: ამ დრომდე გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ სავარაუდო მოძალადეების უმეტესობა, პასუხისგებაში არ მიცემულა არც ერთი პირი; არ გამოუკითხავთ დაზარალებულების ნაწილი და არც ერთ პირს, რომლებიც თავდასხმის შედეგად დაშავდნენ, ოფიციალურად, დაზარალებულის სტატუსი არ აქვს.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს და გამოძიებაზე პასუხისმგებელ კონკრეტულ საჯარო მოხელეებს, დროულად მოახდინონ სავარაუდო მოძალადეების იდენტიფიცირება, გამოკითხონ აქციაზე დაშავებული პირები, მიანიჭონ მათ დაზარალებულის სტატუსი და უზრუნველყონ ჯეროვანი გამოძიების წარმართვა სათანადო კვალიფიკაციით”,_ აცხადებს სოციალიური სამართლიანობის ცენტრი.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

10:23; 5 დეკემბერი, 2025
სამართალი

ავარია მაგისტრალზე – როგორია დაშავებულთა მდგომარეობა

08:57; 5 დეკემბერი, 2025
სამართალი

სოფელში პირუტყვი მოიპარეს

17:42; 4 დეკემბერი, 2025
სამართალი

საია: შსს არ ასრულებს „გავრილოვის ღამის“ დაზარალებულთა სასარგებლოდ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებს

16:48; 4 დეკემბერი, 2025
სამართალი

3 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

14:53; 4 დეკემბერი, 2025

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, eCommerce Day Georgia 2025 ჩატარდა

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

ყველა სიახლე

სამართალი

დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

10:23; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებიც 2026 წელს ფინანსურ ჯეკპოტს მოიგებენ

10:17; 5.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
საზოგადოება

“ავტომობილის შეჯახების შედეგად გაზსადენი დაზიანდა”

9:54; 5.12.2025
საზოგადოება

“ყურადღებით იყავით!”- პედიატრი მშობლებს მიმართავს

9:42; 5.12.2025
ფეისბუქსტატუსები

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

9:14; 5.12.2025
სამართალი

ავარია მაგისტრალზე – როგორია დაშავებულთა მდგომარეობა

8:57; 5.12.2025
პოლიტიკა

2026 წლიდან კერძო უნივერსიტეტების პირველკურსელები სახელმწიფოსგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ

18:02; 4.12.2025
ფინანსები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

17:54; 4.12.2025
სამართალი

სოფელში პირუტყვი მოიპარეს

17:42; 4.12.2025
ფინანსები

სუხიშვილების გამოფენა “ტრიუმფის 80 წელი” გრძელდება – სუხიშვილების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

17:28; 4.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:14; 4.12.2025
სამართალი

საია: შსს არ ასრულებს „გავრილოვის ღამის“ დაზარალებულთა სასარგებლოდ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებს

16:48; 4.12.2025
საზოგადოება

ცნობილი ბიზნესმენი დააყაჩაღეს

16:18; 4.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო