წუხელ, გვიან ღამით ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი დააკავეს,“- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, კლუბ „ბასიანსა“ და “გალერიში“ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი”, _ აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
აღნიშნულს აქცია მოყვა პარლამენტთან. აქციის მონაწილეები კლუბებში _ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ.