თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განაცხადებით, სტამბოლში, ეკლესიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით 47 ადამიანი, მათ შორის 2თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს, რომლებმაც იტალიურ სანტა მარიას კათოლიკურ ეკლესიაში წირვის დროს დახვრიტეს ერთი ადამიანი.
მინისტრის თქმით, რეიდები სტამბოლის მასშტაბით 30-ზე მეტ ადგილას ჩატარდა, მან აღნიშნა, რომ დაკავებულები სავარაუდოდ, “ისლამურ სახელმწიფოსთან” არიან დაკავშირებულები.
“ორივე ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ერთი მათგანი ტაჯიკეთიდანაა, მეორე კი რუსია. ჩვენ შეფასებით, ისინი “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებულები არიან”,_ თქვა იერლიკაიამ.
კათოლიკურ ეკლესიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. მათ Telegram-ზე გაავრცელეს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ თავდასხმა იყო პასუხი დაჯგუფების ლიდერების მოწოდებაზე, ებრაელები და ქრისტიანები მიზანში ამოიღონ.
ავტორი