„გურია ნიუსს“ იტალიიდან ატყობინებენ, რომ ქალაქ ლივორნოში, 2 დღის წინ, ოთხ საათზე, ძლიერი ნალექი მოვიდა. ქუჩები წყლით დაიფარა, ამოყირავდა მანქანები, ქუჩებიდან წყალი სახლში, პირველ სართულზე შევარდა.
_ ქუჩიდან სახლში შევარდნილმა წყალმა დაახრჩო მოხუცი ცოლ-ქმარი, მათი შვილი და შვილიშვილი. ორი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათი მდგომარეობა ძალზე მძიმეა. სტიქიამ რომში გადაინაცვლა, მეტრო აღარ მუშაობს. ჯერჯერობით, მსხვერპლი არ არის.