სტიქიის შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ხიდი ჩაინგრა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით 4 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
_პრევენციული ზომები დღესვე იქნება მიღებული, რაც შეეხება ხიდის აღდგენითი სამუშაოებს უახლოეს მომავალში განხორციელდება, _ გვითხრეს პრესსამსახურში.
სტქიის ზონაში ამ წუთებში იმყოფებიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ყაზაიშვილი და გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძე.