ჩოხატაურში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით 150-მდე საცხოვრებელი სახლისა და ორი ადმინისტრაციული შენობის სახურავი დააზიანა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტს 955 000 ლარი გამოეყო. ძლიერი ქარის გამო დაზარალებული 45 სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის სახლის გადახურვის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. დანარჩენ ოჯახებს ეტაპობრივად ურიგდებათ თუნუქისა და ხის საჭირო მასალები. ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე სახელმწიფო რწმუნებულთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაზარალებულ ოჯახებს პირადად ესტუმრა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved