კინოდოკუმენტალისტი და მკვლევარი ირაკლი მახარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც გურიაში სტუმრის დახვედრის შესახებაა მოთხრობილი.
,,სტუმრის დახვრედა კი იციენ ჩვენში, რაც მართალი მართალია. სტუმარი თუ მევიდოდა, იი დღე სტუმარიზა იყო გადადობილი. რა საქმეც არ უნდა ქონებოდა, ი გადაგედვა უნდა. რაც კაი ქონდა, იმას მიართუმდენ, შამოსული არ იყო კაცი ეზოში, ჭიშკარზე გადმეიარდა და – კეცი ხაჭაპურიზა გადადგმული, ჩახანაი ცეხზე შამოკიდული ქათმის გასაპუტავათ, ქათამი დაჭირული და ოტკა გრაფინკაში, გინდა ღვინო, მაი სულერთია. ღამეც თუ მეიცთიდა, მაშვინ კიდომ კაი ლოგინი, კაი აბრეშუნის საბანი და კაი მოსვენება. დილას ზაკუსკას გუუწყობდენ, აბა უჭმელს არ გუუშობდა ოჯახის ქალი, გინდა კაცი სტუმარს, არასფელობამდი არ გუუშობდა”.
ჩაიწერა ბახვში ელენე ნიკოლაიშვილმა.
სავარაუდოდ, ბახველი ბაღნების ეს ფოტო დიმიტრი შევარდნაძის მიერ არის გადაღებული.