სუმში უკრაინელებმა კიევისკენ მიმავალი ოკუპანტების მანქანების შეჩერება შეძლეს. ამის შესახებ სუმის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დმიტრო ჟივიცკიმ ფეისბუქზე გამოაქვეყნა დაზიანებული რუსული ტექნიკის ფოტო, რომელიც დედაქალაქისკენ მიემართებოდა კიპტი-ბაჩივსკის გზის გასწვრივ.
“ეს არის რუსული ტექნიკა, რომელიც მიდიოდა კიევში. ჩვენ შევძელით მისი შეჩერება სუმის რეგიონში”,_ წერს ჟივიცკი.