ბელა ჰადიდი – მოდელი განმარტავს, რომ ის ყოველ დღე მიირთმევს გრილზე მომზადებულ ყველსა და „ფრის“, კეჩუპთან ერთად. ზოგჯერ თავს პიცის მირთმევის უფლებას აძლევს, რადგანაც ის განსაკუთრებით უყვარს. მიირთმევს საჭმელს მცირე ულუფებით.
ქენდალ ჯენერი – მოდელის „ინსტაგრამის“ გვერდს თუ დააკვირდებით, ის ხშირად პოსტავს ფოტოებს, რომლებზეც არაა ჯანსაღი საკვები აღბეჭდილი, თუმცა გარდა ამისა, ქენდალი თავის გამომწერებს ჯანსაღი დიეტის რეცეპტებსაც უზიარებს. ქენდალი უპირატესობას ანიჭებს ბოსტნეულს და მისი სილამაზის საიდუმლოც სწორედ ესაა.
მირანდა კერი – გაღვიძებისას სუპერმოდელი მიირთმევს ცხელ, ლიმონიან წყალს. დღის განმავლობაში ის მიირთმევს ბევრ ხილსა და ბოსტნეულს, კალმახს, ან შემწვარ ქათამს.
ალესანდრა ამბროსიო – სუპერმოდელი დილით მოხარშულ კვერცხსა და ავოკადოს მიირთმევს. დღის განმავლობაში მიირთმევს შემწვარ ქათამს, თევზს, ან სუშის. მისი კვების რაციონში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მწვანე ჩაის.
როსი ჰანტინგთონ უაითლი – როსი უარს ამბობს რძის პროდუქტებზე, ასევე შაქრიან პროდუქტებზე.
კარა დელევინი – მოდელი მიირთმევს ყველანაირ საკვებს, თუმცა შედარებით მცირე ულუფებს.
ჯიჯი ჰადიდი – სუპერმოდელს ძალიან უყვარს გემრიელად ჭამა, თუმცა ცდილობს ჯანსაღი საკვები მიირთვას. ჯიჯის ძალიან უყვარს არაჯანსაღი საკვები, ბურგერები, თუმცა მხოლოდ ერთ ლუკმას მიირთმევს ხოლმე.