სუს-მა გიორგი გაბუნიას სახელმწიფოს ხარჯზე შესთავაზა დაცვა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ საქმე ეხებოდა მის შესაძლო ლიკვიდაციას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი გაბუნიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა.
„არ დაუდასტურებია არაფერი, მათი კითხვები ეხებოდა გაბუნიას უსაფრთხოებას. ასევე, სუს-მა სახელმწიფოს ხარჯზე შესთავაზა დაცვა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ საქმე ეხებოდა მის შესაძლო ლიკვიდაციას. გიორგი გაბუნიამ ეს ინფორმაცია მიიღო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან. ამიტომ, რამე კანონდარღვევას ან ინფორმაციის შეუტყობინებლობას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.
15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.
ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა.