გავრცელებული ინფორმაციით, სუსმა კალათბურთის რამდენიმე მსაჯი დააკავა. საქმე, სავარაუდოდ, ჩაწყობილ თამაშებს ეხება. უსაფრთხოების სამსახურში, ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ. როგორც სუს-ში “გურია ნიუსს” განუცხადეს, უწყება მალე განცხადებას გააკეთებს.
“გურია ნიუსისთვის” ცნობილი ხდება, რომ დაკავებულია 5 პირი, მათ შორის სპორტსმენები დ.ბ და ი.ბ.