“გურია ნიუსის” ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლანჩხუთის “გურიას” ორი ფეხბურთელი დააკავა.
ჩვენი წყაროს თქმით, საქმე გაყიდულ თამაშებს ეხება.
უწყებაში დაკავების დეტალებზე ჯერ არ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
“გურია ნიუსი” დეტალების დაზუსტებას ლანჩხუთის “გურიას” ხელმძღვანელობისგან ცდილობს და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწვდით.