გორში ტაქსის მძღოლი დაჭრეს.
კაცს დაზიანებები ყელის არეში ცივი არაღით აქვს მიყენებული. მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
„გორმედის” ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ მაისურაძის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.