ღაზნის პროვინციაში თალიბანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ავღანეთის თვითმფრინავი ჩამოვარდა და ავღანეთი ჩამოვარდნის ადგილას ჯარის გაგზავნას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას Tolonews ავრცელებს.
Al Jazeera-ს ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია სამმა ავღანელმა მაღალჩინოსანაც დაადასტურა და განაცხადა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ავღანეთის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ავიაკომპანია Ariana Airlines ადასტურებს, მაგრამ ამბობს, რომ ჩამოვარდნილი თვითფრინავი მას არ ეკუთვნის.
ა დროისთვის უცნობია მგზავრების ბედი.