კორონავირუსის პიკი მაისის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, დღეს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღევანდელი მაჩვენებელი არ ასახავს ეპიდემიის ტენდენციას. ეს არის დაგროვილი შემთხვევები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულის პერიოდში არ გამოვლინდა და შესაბამისად არ განხორციელდა ანგარიშგებაც. ამიტომ ჩOVID-19-ის პიკური მაჩვენებლები მაისის შუა რიცხვებში გამოვლინდება“, – განაცხადა გაბუნიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 315 913 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 296 532, გარდაიცვალა 4 207 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.