https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ტაშტი“, „ასატრინა“ და „ქეშად“ აღებული ფული

11:10; 17.10.2020
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქართველი მსახიობები შესანიშნავი იუმორის გრძნობით იყვნენ დაჯილდოებულები. ამ თვისების გამო სხვადასხვა კურიოზულ მდგომარეობაში არაერთხელ ჩავარდნილან.

დღევანდელ წერილში რამდენი ათეული წლით უკან დავბრუნდეთ და ნაკლებად ცნობილი რამდენიმე სახალისო ისტორია გავიხსენოთ.

ცნობილი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი აკაკი ვასაძე იხსენებდა: „დამწყებ მსახიობს ისეთ მსახიობებთან მომიწია თამაში, ვისთან ერთად სუნთქვაც კი მერიდებოდა… ქალბატონ ნუცა ჩხეიძეს განსაკუთრებულ პატივს ვცემდი. ეგნატე ნინოშვილის პიესა „ქრისტინეში“ კი სწორედ ქალბატონ ნუცასთან ერთად მომიწია თამაში. იასონის როლს ვასრულებდი და მისთვის უნდა მეკოცნა, მაგრამ ვერ გავუბედე. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და შემრცხვა. ამიტომ, ქართული ადათ-წესების მიხედვით, მას მხარზე ვეამბორე…

– ნუ გეშინია, – გამამხნევა რეჟისორმა, – შენი გაუბედაობა შემპარავი კაცის მეტყველების კილოსთვის გამოვიყენოთ, სიჭაბუკე წვერ-ულვაშით დავფაროთ, ხოლო სხეული კი ნაბადში გავახვიოთ. ეს ერთგვარი ფარდის როლს გაგიწევს თამაშში.

ეს სიტყვები ჩემთვის საკმარისი აღმოჩნდა და დაიმედებულმა უფრო თამამად შევდგი ფეხი ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობ სამყაროში.“

ერთხელ, ცნობილმა მსახიობმა შალვა ღამბაშიძემ (მაკარი – „ქეთო და კოტეში“) დედას თბილისში ტაშტი უყიდა და ზესტაფონში გაემგზავრა. თავად უკაპიკოდ დარჩა და ტაშტთან ერთად უბილეთოდ მგზავრობდა.

„ვიფიქრე გავძვრები-მეთქი. მაგრამ თვალი მომკრა კონტროლიორმა და ამომყვა. მე ადგილი ვინაცვლე, ის ჩემკენ წამოვიდა. თავი ავარიდე, სხვა ვაგონში გადავედი, ვიმალებოდი, მაგრამ ფეხდაფეხ მომყვებოდა… ორივენი დავიტანჯეთ. უძინარმა და გასავათებულმა ჩამოვაღწიე ზესტაფონში და რომ ვიფიქრე, მეშველა, ახლა რაღას დამაკლებს-მეთქი, გავიხედე და ის ღმერთგამწყრალი წინ არ დამიდგა ბაქანზე?

– ბიძიკო, – მითხრა ჭაღარა კონტროლიორმა, რატომ გამაწვალე ამხელა ადამიანი? მინდოდა, ჩემი ადგილი დამეთმო, რომ მოსვენებით გემგზავრა და ამიტომ დაგდევდი, შენ კი, როგორც ჭირიანს გამირბოდი. სცენაზე გნახე, ძალიან მომეწონე და ადგილს როგორ დაგამადლიდიო“.

მსახიობი აკაკი კვანტალიანი თავდაუზოგავად მუშაობდა თეატრში, კინოში, ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას, მაგრამ მისი ხელფასი მაინც ვერ აუდიოდა მის პურმარილიანობას. მუდამ ცოლისდის ვალი ჰქონია და მეუღლესთანაც ხშირად კამათობდა ფინანსურ საკითხებზე. ერთ-ერთი ასეთი დავის შემდეგ, უმცროს ძმას, ვასოს, საქეიფოდ დაუპატიჟებია. ცოლი გაცეცხლებულა, მაგრამ, მაზლს დაუმშვიდებია: რამდენ ჭიქასაც დავლევ, იმდენი თუმანი ჩემზე იყოსო. კაკო წაჰყოლია და 44 ჭიქამდე ასულა (ძმისწული, ბიძინა კვანტალიანი ითვლიდა და ჭიქების რაოდენობასაც „ბერავდა“). ბოლოს ვასოს თანხა დაუმრგვალებია და რძლისთვის 500 მანეთი გაუგზავნია. ქალი მაინც ბრაზობდა: ისე ას ჭიქას სვამ და ახლა რა გეტაკა, 44 ჭიქაზე მეტი ვერ დალიეო?

ჯანსუღ კახიძე ასეთ ისტორიას ყვებოდა:

„მე და გია ყანჩელი „ინტურისტის“ ბაღში რომ რესტორანი იყო, იქ წავედით. სტუმრები გვყავდა. სუფრა უნდა გაგვეშალა და გავიგეთ, რომ წინა დღით იქ შესანიშნავი „ასატრინა“ ჰქონდათ. მაშინ „ასატრინა“ ძნელი საშოვნელი იყო, ძირითადად, ცეკას თანამშრომლებზე ნაწილდებოდა. ოფიციანტმა გვითხრა: კი, გუშინ გვქონდა, მაგრამ დღეს აღარ გვაქვს და, თუ მაინცდამაინც არ იშლით, აი, ამ კაცთან (თითი გაიშვირა) მიდით, რესტორნის დირექტორია და მას უთხარითო. მივედით დირექტორთან. ეტყობა, დაღლილი იყო. მაგიდასთან იჯდა, აკაკი წერეთელივით ცალი ხელი ლოყაზე მიედო და თავი ჩაეღუნა. ვიფიქრე, ჩამოვუთვლი ამ კაცს ჩემს რეგალიებს და იქნებ „ასატრინა“ გამოგვიჩინოს-მეთქი. დირექტორმა ერთი შემომხედა და მკითხა:

– რა გნებავთო.

– მე მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი, ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი ვარ-მეთქი და ბოლოს დავაყოლე: გუშინ „ასატრინა“ გქონდათ, სტუმრები გვყავს, იქნებ პატივი გვცეთ და გაგვატანოთ-მეთქი.

რესტორნის დირექტორმა შემათვალიერა და კარგა ხნის პაუზის მერე მითხრა:

– შენ, ვანიჩკას ბიჭი არ ხარ?

– დიახ-მეთქი, – ვუპასუხე.

– მერე რას იტყლარჭებიო, – მითხრა  და საჭიროზე მეტი „ასატრინა“ ჩამიდო მანქანაში…“

1964 წელს გენიალურ ქართველ ბალერონს, ვახტანგ ჭაბუკიანს წარმატებული გასტროლები ჰქონდა შეერთებულ შტატებში. მისი გამოსვლები ყოველთვის ანშლაგით მიდიოდა და ამერიკელმა იმპრესარიომ გათვალისწინებულზე მეტი ფული იშოვა. ამიტომ, გადაწყვიტა, რომ გარდა იმ თანხისა, რომელიც კონტრაქტით იყო დადგენილი და პირდაპირ საბჭოთა ხაზინაში ირიცხებოდა, გენიალური ბალერონისთვის პირადი საჩუქარი გაეკეთებინა. მან  ჭაბუკიანს 5 ათასი დოლარი „ქეშად“ ხელზე მისცა. ეს ამბავი მაშინვე შეიტყო „კაგებემ“ და მოსკოვში გამომგზავრებამდე ორი დღით ადრე საბჭოთა ელჩმა, ანატოლი დობრინინმა ჭაბუკიანი საელჩოში დაიბარა და უთხრა:

– ვახტანგ მიხაილოვიჩ, ხომ იცით, რომ  ჩვენთან დაუშვებელია, რომ ვალუტა ხელზე გქონდეთ. უმეტესი ნაწილი უნდა ჩაგვაბაროთ. გამონაკლისის სახით კი, ნებას გრთავთ, რომ ორასიოდე დოლარი დაიტოვოთ და თქვენი ახლობლებისთვის სუვენირები შეიძინოთო.

ჭაბუკიანმა დობრინინს უთხრა, რომ დოლარებს მეორე დღეს ჩააბარებდა და საელჩოდან წამოვიდა. გზაში კი ანტიკვარულ მაღაზიაში შეიარა და 5 ათას დოლარად ღირებული უძველესი და უიშვიათესი ჩინური ფაიფურის უზარმაზარი ლარნაკი იყიდა. მეორე დილით კი ამ ლარნაკით დობრინინს მიადგა საელჩოში. ერთხანს ჭაბუკიანი ლარნაკს ათვალიერებდა და მისი სილამაზით ტკბებოდა. შემდეგ კი ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს ეს ძვირფასი ლარნაკი დობრინინისთვის საჩუქრად უნდა გადაეცა, მაგრამ   „მოულოდნელად“ ხელიდან „გაუვარდა“ და დაიმსხვრა.

ჭაბუკიანმა იატაკიდან ძვირფასი ლარნაკის ერთი პატარა ნატეხი აიღო, ცხვირსახოცში შეახვია და საბჭოთა ელჩს უთხრა:

– ეს – მე, ჩემი ჰონორარის თქვენგან ნაწყალობევი წილი, დანარჩენი კი თქვენი იყოსო.

ამ შემთხვევის შემდეგ ჭაბუკიანის უცხოურ გასტროლებს საბჭოთა მთავრობამ ტაბუ დაადო.

ერთხელ ცნობილმა მევიოლინემ და დირიჟორმა გიდონ კრემერმა გია ყანჩელს დაურეკა და ვენაში, კონცერტზე დაპატიჟა, სადაც სხვა ნაწარმოებებთან ერთად, მისი სიმღერა უნდა შესრულებულიყო გია დანელიას ფილმიდან „ქინძაძა“. ყანჩელმა კრემერს მოუბოდიშა და უთხრა, რომ კონცერტს ვერ დაესწრებოდა და შესთავაზა გია დანელია დაეპატიჟებინა. კრემერი დათანხმდა და ყანჩელს სთხოვა დანელიას დაპატიჟება, რადგან თავად მას არ იცნობდა. ყანჩელმა დანელიას დაურეკა და კრემერის თხოვნა გადასცა. რეჟისორი იმ პირობით დათანხმდა კონცერტზე დასწრებას, თუკი გამოაცხადებდნენ, რომ სიმღერის ტექსტის ავტორი გია დანელია იყო. კრემერი დათანხმდა. დანელია კონცერტზე წავიდა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ყანჩელის ნაწარმოები შესრულდა და სიმღერის ავტორიც გამოაცხადეს… გარკვეული დრო რომ გავიდა, გია ყანჩელს რეზო გაბრიაძე შეხვდა, რომელიც „ქინძაძას“ სცენარის ავტორია და უთხრა:

– შენზე ნაწყენი ვარ.

– რატომ? – ვერ მიხვდა ყანჩელი.

გაბრიაძეს ჩაეცინა და მიუგო:

– ვენაში, კონცერტზე „ქინძაძადან“ შენი სიმღერა შეუსრულებიათ და ტექსტის ავტორად მხოლოდ გია დანელია გამოუცხადებიათ. არა და, მისი მხოლოდ „კუ“ იყო, ჩემი კი – „ჩქთ, ჩქთო“.

სიმღერაში სულ ორი სიტყვაა – „კუ“ და „ჩქთ, ჩქთ“.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19 იანვარი, 2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16 იანვარი, 2026
კულტურა

მშობლიურ ოზურგეთს ავსტრიიდან ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი ეწვია

11:22; 15 იანვარი, 2026
კულტურა

“უიღბლო” მსახიობები   

11:09; 11 იანვარი, 2026
კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

09:49; 2 იანვარი, 2026

გურიაში ,,ნაყოფიერებენ ყოველნი მარცვალნი”

საზარელი ტრაგედია _ წლინახევრის გოგონას მიკროვატობუსმა გადაურა

ყველა სიახლე

საზოგადოება

20 წელი სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან

21:17; 28.01.2026
პოლიტიკა

საკანონმდებლო ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით

21:02; 28.01.2026
სამართალი

პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

20:29; 28.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 დაშავდა

20:24; 28.01.2026
სამართალი

მამაკაცს სასტიკად გაუსწორდნენ

20:18; 28.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკი 2010 წლიდან  18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია

17:38; 28.01.2026
სამართალი

“არასრულწლოვნებს აძლევდა მითითებებს, თუ როდის და რომელი ობიექტი უნდა გაექურდათ”- დაკავებულია 6 პირი

17:27; 28.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:17; 28.01.2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზარხ მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა

17:10; 28.01.2026
ფინანსები

დაესწარი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს სტუდენტებისთვის – პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

15:43; 28.01.2026
საზოგადოება

რატომ არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი ოზურგეთის #4 საჯარო სკოლასა და სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში

15:35; 28.01.2026
პოლიტიკა

შეაფერხებს თუ არა საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობას

15:24; 28.01.2026
პოლიტიკა

“უკიდურესად მძიმე ფაქტი”- რას ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით შარაშიძეზე

14:41; 28.01.2026
პოლიტიკა

„რაზე იჩხუბეს მე რავიცი, რეებს მეკითხებით?!“-  ვასილ ჩიგოგიძე

14:13; 28.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი დააკავეს

14:09; 28.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო