ისრაელის პრემიერ- მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასს და პალესტინის ისლამური ჯიჰადის ტერორისტული ჯგუფებს “ძვირად დაუჯდებათ” ცენტრალურ და სამხრეთ ისრაელზე თავდასხმები.
„მათი სისხლი მათსავე ხელებზეა“, – ამბობს times of israel-ის ინფორმაციით, ნეთანიაჰუ ტერორისტული ჯგუფების ხელმძღვანელებთან მიმართებაში.
ისრაელის პრემიერ- მინისტრის თქმით, სამხედროები გააგრძელებენ ანკლავში თავდასხმების განხორციელებას.
ნეთანიაჰუ მოუწოდებს ისრაელის მაცხოვრებლებს, დაიცვან ყველა უსაფრთხოების ინსტრუქცია, რომელიც ხელისუფლებამ გასცა.