თავდასხმა “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში – ნაცემია ივერი მელაშვილი, დამტვრეულია “მთავარი არხის” კამერა და ტექნიკა – ნასვამ მდგომაროებაში მყოფი სასულიერო პირები, ბრწყინვალე შვიდეულის დროს, ჟურნალისტებსა და ივერი მელაშვილს სასტიკად გაუსწორდნენ.
ამ წუთებში, ადგილობრივებმა “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს გზა გადაუკეტეს. ისინი საგარეჯოში გამოკითხვაზე მიდიოდნენ, თუმცა ადგილობრივებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ისინი სიტყვიერად უპირისპირდებიან ივერი მელაშვილს.
ადგილობრივები მუშაობის საშუალებას არ აძლევენ “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს.
როგორც “მთავარი არხის” ჟურნალისტი ყვება, სასულიერო პირების გაღიზიანება დავით გარეჯში ივერი მელაშვილის მისვლამ გამოიწვია. მათ დააზიანეს “მთავარი არხის” კამერა, ფიზიკურად გაუსწორდნენ გადამღებ ჯგუფს. ადგილზე იყო სასაზღვრო პოლიციაც, რომელსაც არაფერი მოუმოქმედებია.
“მთავარი არხის” გადამღებმა ჯგუფმა ადგილზე გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რის შემდეგაც სასულიერო პირებმა ადგილი დატოვეს.
როგორც ჩვენი გადამღები ჯგუფი ყვება, სასულიერო პირები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და აგრესიით გამოირჩეოდნენ.
სასულიერო პირები არხის ჟურნალისტს, ნინუცა კეკელიას და ოპერატორს ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როცა გადამღები ჯგუფი, დავით-გარეჯში, ივერი მელაშვილთან ერთად იმყოფებოდა და “შაბათის მთავარის” სიუჟეტზე მუშაობდა.
წყარო: მთავარიტვ