სირიის პროვინცია ილდიბში თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
სირიის ადამიანის უფლებების დამცველი ობსერვატორიის ინფორმაციით, სირიის სამხედროებმა თავდასხმა ქიმიური იარაღის გამოყენებით განახორციელეს, თუმცა სამხედრო წყარო, ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფს და აცხადებს, რომ არმიას არ გამოუყენებია ქიმიური იარაღი, რადგან არ აქვს.
მაუწყებლის ცნობით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სირიის ხელისუფლებას ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ.