თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან NDI-ის იმ კვლევის შედეგებზე გააკეთა კომენტარი, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური სავალდებულო კაცებთან ერთად ქალებისთვისაც უნდა იყოს.
”გაწვევასთან და ზოგადად წვევამდელის ინსტიტუტთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად ინტენსიურად ვმუშაობთ. ზოგადად, წვევამდელთა სისტემის განახლებასთან დაკავშირებით წლის განმავლობაში თქვენ სრულიად ახალ სისტემას იხილავთ. თუმცა, თავდაცვის უწყებამ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ სრულიად ახალი სისტემა აგვემოქმედებინა. თუმცა ეს არის საერთო პრობლემა, გლობალური სახელმწიფოებივი მიდგომის საჭიროებიდან გამომდინარე, ჩვენ ჩვენი მხრიდან როგორც უწყება, კანონმდებელთან და სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად ვიქნებით ჩართული, სხვა კონკრეტული დეტალების დაზუსტების თვალსაზრისით”, – განაცხადა ლევან იზორიამ.
NDI-ის გამოკითხულთა 64% მიიჩნევს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური სავალდებულო მხოლოდ კაცებისთვის უნდა იყოს. კითხვაზე – ჩამოთვლილთაგან რომელ მოსაზრებას ეთანხმებით, აღნიშნული პასუხი გასცა გამოკითხულთა 64%-მა, 18% მიიჩნევს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური კაცებისთვისაც და ქალქებისთვისაც უნდა იყოს სავალდებულო, 16% კი აცხადებს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური არ უნდა იყოს სავალდებულო.