“ექიმი ისეთი პროფესიაა, მტერი რომ ნახო დაჭრილი, მას უნდა უმკურნალო, ვალდებული ხარ.
ვაჟა გაფრინდაშვილის ფაქტი სწორედ ის შემთხვევაა, როცა ცხადია, რომ პუტინის პოლიტიკა უარყოფს და უგულებელყოფს ყოველივე მორალურს, დაწერილ თუ დაუწერელ კანონებს, რომელიც ხანდახან უფრო მეტი ვიდრე მსოფლიო კონვენცია!”, _ აღნიშნულის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. იგი რამდენიმე წუთის წინ ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან, სადაც სეპარატისტული რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი და მხარდამჭერები აქციას მართავდნენ.
როგორც კახა ასკურავამ “გურია ნიუსთან” აღნიშნა, გზა აერიათ და, სამწუხაროდ, აქციას ვერ ჩაუსწრეს. მანვე მოგვაწოდა საოკუპაციო ხაზთან გადაღებული ფოტო.