საოკუპაციო ხაზთან, დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ _ გთავაზობთ ვიდეოჩართვას, რომელიც სულხან სალაძეს ეკუთვნის.
„სოხუმი და ცხინვალი საქართველოა!” “სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის!” “თავისუფლება ვაჟა ექიმს!” _ ამ მოწოდებებით სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
მათთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, თეთრ ხალათებში ჩაცმული ექიმები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები.
შეგახსენებთ, რომ დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ოძისამდე საავტომობილო მსვლელობით გადმოინაცვლეს.