ზუგდიდში, დევნილთა სამმართველოს შენობაში აფხაზეთიდან დევნილმა ჟანა ცაცუამ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.
დევნილმა ადგილზე მცირეწლოვანი შვილები მიიყვანა და ამბობს, რომ სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს, თუ დევნილთა სამინისტრო საცხოვრებელი ფართით არ დააკმაყოფილებს.
ცაცუას აცხადებს, რომ მიუხედავად მაღალი ქულებისა მას ბარამიას ქუჩაზე ახლადაშენებულ კორპუსში ბინა არ მისცეს.
“ქირას არ მიხდიან, შესაბამისად ბინის გამოცვლა ხშირად მიწევს. მაიმედებდნენ, ბინას მიიღებო, თუმცა შვილებთან ერთად ღია ცის ქვეშ დამტოვეს. მეტიც, პასუხსაც არავინ მაძლევს. თუ არ დამაკმაყოფილებენ საცხოვრებელი ფართით, თავს აქვე დავიწვავ“, _ თქვა ცაცუამ.