ტბაში ნავის ჩაძირვის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, არიან დაკარგულები. აღნიშნულ ინფორმაციას The Independent ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოხდა.
როგორც ცნობილია, შემთხვევის შემდეგ 80 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
ინონგოს მერის თქმით, ნავში უმეტესად მასწავლებლები იმყოფებოდნენ.
მერის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 12 ქალი, 11 ბავშვი და 7 კაცია.