საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“ ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.
„34 პაციენტი რჩება ინფექციურ საავადმყოფოში. გვყავს ორი გამოჯანმრთელებული. ჯამში 13 პაციენტი“, – განაცხადა გოგინავამ.
უახლოეს 48 საათის განმავლობაში, კლინიკაში კიდევ ელოდებიან ტესტირების პასუხებს. ექიმს იმედი აქვს, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კიდევ გაიზრდება.