ჩვენთან ორი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია და არ პროგრესირებს. პაციენტების 50%-ს მძიმე პნევმონია აქვთ. კლინიკაში ამ დროისთვის 39 პაციენტი მკურნალობს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობა 86-მა პაციენტმა გაიარა. გამოჯანმრთელებულია 46.
„გამოჯანმრთელებულები ოფიციალურად გვყავს 69, ამ ეტაპზე კოვიდ სამკურნალო დაწესებულებებში 237 პაციენტი მკურნალობს. ჩვენს ცენტრში გამოჯანმრთელებული 46-ია. გუშინ ჩატარდა კვლევები და პირველ ჯერზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ დაახლოებით ხუთ პაციენტზე და გაგრძელდება ამათი კვლევა. დღეს ასევე პირველ ჯერზე კვლევები ტარდება დაახლოებით 8 პაციენტზე“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.