კომპანია თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 27 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
სამგორის რაიონი
აღრიცხვის კვანძის მოწყობის გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუმათჰესის და რაზიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
აღრიცხვის კვანძის მოწყობის გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეკუას ქუჩის მაცხოვრებლებს.
აღრიცხვის კვანძის მოწყობის გამო 11:30 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
აღრიცხვის კვანძის მოწყობის გამო 14 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის აგარაკების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
აღრიცხვის კვანძის მოწყობის გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ბუაჩიძის, ზესტაფონის და ნინუას ქუჩების მაცხოვრებლებს.
აღრიცხვის კვანძის მოწყობის გამო 15 საათიდან 16:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 14 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ჭილაძის, მიცკევიჩის, შმიდტის, საირმის, ტაშკენტის, გოძიაშვილის და ცაგარელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
კაბელების მიერთების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ნიორაძის, ქურხულის და ფოსტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.