თბილისში ცირკის მიმდებარე მდებარე „ფრეგოს“ ბენზინგასამართ სადგურთან ბალახს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სოტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
„თბილისში ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 3 სამაშველო ჯგუფი და 15-ზე მეტი მეხანძრე მაშველია მობილიზებული. ცეცხლის შედეგად დაიწვა ბალახი, ბუჩქნარი და რამდენიმე ხე. ვერ დავადასტურებთ არსებობდა თუ არა ცეცხლის ახლომდებარე ბენზინ გასამართ სადგურზე გადადების საფრთხე. როგორც კი ადგილზე მივიდნენ მეხანძრე- მაშველები მოხდა ხანძრის კერის დაჭერა და მისი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობდა. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძება დაადგენს“, _ აცხადებენ საგანგებო სოტუაციების მართვის სააგენტოში.