თბილისში, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე. წ. “თერგის” ბაზრობა იწვის. როგორც თვითმხილველებმა “გურია ნიუსს“ უთხრეს, ცეცხლი დიდ ფართობზეა გავრცელებული და ყოველ წუთს მატულობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ,ადგილზე 12 სახანძრო_სამაშველო ბრიგადა მუშაობს.
უწყებაში ამ ეტაპზე არ იციან, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.