თბილისში 14 წლის ტყუპ ძმებს ოჯახი და პოლიცია ეძებს. ნიკა და ლუკა ცანავების დაკარგვის შესახებ 112-ს ოჯახმა 13 ივლისს მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები 13 ივლისიდან ინტენსიურად მიმდინარეობს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.