თბილისში, აფრიკის დასახლებაში, 35 წლამდე ახალგაზრდა კაცი 9-სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა. დამატებითი დეტალები უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე სასწრაფო და საპატრულო სამსახურის ბრიგადები იმყოფებოდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.