ცოტა ხნის წინ აფეთქება მოხდა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე.
როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან აცნობეს, აფეთქება ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კერძო საცხოვრებელ სახლში მოხდა.
„კერძო საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად ჩამოიშალა საცხოვრებელი სახლის ერთი კედელი, რის შედეგადაც დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებული კონტაქტურია და გადაყვანილია სტაციონარში. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის სამი ჯგუფი, საპატრულო პოლიაცია. აფეთქების მიზეზი გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი“, _ აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.