საკრებულოს შენობის წინ ინციდენტი მოხდა. დაპირისპირება “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრების მისვლას მოყვა. მათ საკრებულოსთან მიიტანეს ბანერი, სადაც ეწერა აგვისტოს ომის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის რეზოლუცია.
“ქართული ოცნების” აქტივისტის თორნიკე ფხაკაძე განცხადებით, არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა თამაშობს, აქციის მონაწილეებმა კი ქართული ოცნების ახალგაზრდულის წევრებს პროვოკატორები უწოდეს, ასევე, მათ განაცხადეს, რომ ისინი სუს-მა მიიყვანა საკრებულოს წინ.