წყლის ჭაში სამუშაოების შესრულებისას, “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” თანამშრომელი გარდაიცვალა, მეორე თანამშრომელი კი დაშავდა. შემთვევა ვალეში მოხდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს 1965 წელს დაბადებული მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევა გუშინ, 24 ივნისს, დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა.
როგორც “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში” საინფორმაციო სააგენტოს ეუბნებიან, მეორე მამაკაცი გარდაცვლილი თანამშრომლის ამოყვანის დროს დაშავდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა ახალციხის კლინიკა “ევექსში” გადაიყანეს.