პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, საფუძვლიანი მოლოდინი არსებობს, რომ მთავრობა იმავე შემადგენლობით იქნება წარდგენილი.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხდა, დადგენილ ვადებში დღე-დღეზე ელოდებიან მთავრობის შემადგენლობის წარდგენას.
„საფუძვლიანი მოლოდინი არსებობს, რომ მთავრობა იმავე შემადგენლობით იქნება, ვინც ჩემი ყოფილი კოლეგები იყვნენ. კომიტეტის მხრიდან იქნება დარგობრივი განხილვა და მოხდება მათი მხარდაჭერა. დეპუტატი ვარ და ვინ სად დარჩება, არ ვიცი, მაგრამ მოლოდინი არსებობს, რომ ძირითადად იგივე შემადგენლობა იქნება, იუსტიციის მინისტრის გარდა“, – განაცხადა წულუკიანმა.