უფლებადამცველი ბაია პატარაია მოუწოდებს საზოგადოებას, რომლებიც ტელევიზიის საშუალებით ადევნებს თვალს აქციის მიმდინარეობას, მივიდნენ აქციაზე.
“ყველა, ვინც ახლა ტელევიზორებთან სხედხართ, გამოდით, დავანახოთ ამათ, რომ ჩვენ ვართ ბევრი. ესენი უარს გვეუბნებიან რუსთაველის გამზირის დათმობაზე, გამოდით და დავანახოთ ჩვენი ძალა. აქ ყველამ ვიცით, რომ სპეცნაზია მობილიზებული, რაში გჭირდებათ არ ვიცი, ჩვენ პოლიციასთან კონფლიქტში არ შევალთ. გაიყვანონ სპეცნაზი. მოდით, ხალხო, დავანახოთ ამათ როგორია სიყვარული. ამათ ხომ ეს არ იციან. ესენი არ არიან ნამყოფი ბასიანზე, მათ არ იციან როგორ უყვართ იქ ერთმანეთი. იქ ადამიანები სიყვარულისთვის მიდიან. ასწიეთ ტ…ები და მოდით, აქ წყდება საქართველოს ბედი”, _ მოუწოდა საზოგადოებას უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ.
შეგახსენებთ, რომ უკვე 3 საათია რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ღამის კლუბებში მომხდარს აპროტესტებენ. მათი მოთხოვნაა გადადგნენ შინაგან საქმეთა მინსიტრი გიორგი გახარია და პრემიერი კვირიკაშვილი.