იტალიაში, ჰაერის ტემპერატურის მატების შედეგად სათხილამურო კურორტი, სტელვიო პასი დაიხურა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, კურორტზე, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში ფუნქციონირებს, ტემპერატურამ 12 გრადუსს მიაღწია, რაც მისი დახურვის მიზეზი გახდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, კურორტის გახსნის თარიღი ამ დროისთვის უცნობია.